რევივექსილი ბალზამი

რევივექსილი ბალზამი განკუთვნილია სუსტი, შეთხელებული თმისთვის და ცვენის სამკურნალოდ. ბალზამი თმას ანიჭებს სიგლუვეს, სისქეს და სიცოცხლისუნარიანობას.
GEL61,40
გაყიდვაშია
გაყიდვაშია
+
ფასი ქულებში: 62 ქულა

რევივექსილი ბალზამი განკუთვნილია სუსტი, შეთხელებული თმისთვის და ცვენის სამკურნალოდ. ბალზამი თმას ანიჭებს სიგლუვეს, სისქეს და სიცოცხლისუნარიანობას.

მოცულობა 200 მლ

რევივექსილის ბალზამში შემავალი აქტიური ინგრედიენტები - მცენარეული ექსტრაქტები (შავი კოჰოშის ექსტრაქტი და თმის ცვენის საწინააღმდეგო ფიტოკომპლექსი) რევივექსილის თმის ზრდის მასტიმულირებელ მოლეკულასთან ერთად განაპირობებს სებომარეგულირებელ და დამაბალანსებელ ეფექტს სკალპზე, თმაზე და თმის ფესვებზე.

ჰიდროლიზებული აბრეშუმი და ჰიდროლიზებული ხორბლის პროტეინი აღადგენს დაზიანებულ თმას და აღწევს თმის ღერში. როზმარინის ზეთი გამოყენებულია როგორც არომატიზატორი და ასევე არის ალოპეციის სამკურნალო კომპლექსის მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტი.

თმის გასაჯანსაღებლად, გასაძლიერებლად და ბზინვარებისთვის ბალზამის გამოყენება რეკომენდებულია კომბინაციაში რევივექსილის ინოვაციურ სამკურნალო ლოსიონთან ერთად.

გამოყენების წესი: რევივექსილის ბალზამი დაიტანეთ შამპუნით დაბანილ სველ თმაზე, შეიზილეთ თმის ძირებში, გაიჩერეთ 1-2 წუთი და ჩამოიბანეთ. განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: წყალი, ცეტილ ალკოჰოლი, ცეტრიმონიუმის ქლორიდი, ჰიდროლიზებული აბრეშუმი, პიროლიდინილ დიამინოპირიმიდინის ოქსიდი, როზმარინის ფოთლის ზეთი, სვიას ექსტრაქტი, ციმიციფუგას ფესვის ექსტრაქტი, ბროწეულის ექსტრაქტი, შალფეის ექსტრაქტი, საბალის ექსტრაქტი, ლიმონმჟავა, შამბალილას ექსტრაქტი, ლიმონის კანის ექსტრაქტი, პროპილენ გლიკოლი, მაგნეზიუმის ნიტრატი, მეთილქლოროიზოთიაზოლინონი, მაგნეზიუმის ქლორიდი, მეთილიზოთიაზოლინონი, C1 14700 [წითელი 4], C1 17200 [წითელი 33], C1 19140 [ყვითელი 5]

წარმოებულია იტალიაში

ანოტაცია (imbifem_anotacia.docx, 15 Kb) [გადმოწერა]

Related products

GEL116,50
GEL61,40
GEL57,95